ქართული | English | 日本語
სამება

 

იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო საგრანტო დახმარებაზე ხელმოწერის ცერემონია

 

2014 წლის 18 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ურთიერთგაცვლით ნოტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც შეეხო ხუთასი  მილიონი (500,000,000) იაპონური იენის (ექვივალენტურია დაახლოებითი 5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის) საქართველოსთვის უზრუნველყოფას არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით.


ურთიერთგაცვლით ნოტებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს ბატონმა ტოშიო კაიტანიმ - იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში და ბატონმა ნოდარ ხადურმა - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.


აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია სამედიცინო, სოციალური დახმარების აღჭურვილობის, ასევე, სხვა მსგავსი აღჭურვილობის და მომსახურების შესაძენად. მოსალოდნელია, რომ საგრანტო დახმარების განხორციელება თავის  წვლილს შეიტანს საქართველოს სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის  სერვისების გაუმჯობესებაში.


იაპონიამ  განახორციელა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA) სხვადასხვა მიმართულების პროექტები საგრანტო  დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და  ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) სესხის სახით. იაპონიის მიერ ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოს მიმართ შეადგინა 369 მილიონი ა.შ.შ. დოლარი, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობა და სოციალური სექტორი, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით:
ბატონი ჰიროკი ტოკუნაგა (იაპონიის საელჩო)  ტელ.: (32) 275-2111

 



* * * * * * * *